კარავაჯო/ქართულად/მხატვრობა/განხილვა

        თავდასხმები, მკვლელობები, ეშმაკან სულის გაყიდვა, მე-17 საუკუნესი მოღვაწეობდა ადამიანი რომელიც მისი დროისათის შესაძლოა გთქვათ, რომ წარმატებული სკანადალის მოწყობა ყოველთვის შეეძლო. პოლიციასაც ხშირად სტუმრობდა და არც ისეთი კარგი პირადი საქმე გააჩნდა. ამ ადამიანს სახელად ერქვა მიქელანჯელო მერისი და კარავაჯო. არიარებულიროგორც „ხელოვნების ანტიქრისტე“. კარავაჯო და მისი ისტორია იმდენად აქტუალურია რამდენადაც მისი გასაოცარი ნამუშევრები.
       გამაოგნებელი მხატვრის ნამუშევრები ცხოვრემის დასაწყისიდან მის ბოლომდე არ ყოფილა აღიარებული, მხოლოდ მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს თუ რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის მას დასავლური მხატვრობის განვითარებაში. რომ არ გავითვალისჭინოთ მისი სკანდალური ჩხოვრების გზა, კარავჯო მართლაც,რომ გენიოსი იყო და მისი ნამუშევრების გამო არის ისტორიაში შესული.

      დაიბადა 1571 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო მერიზი, იყო ეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა.
     როგორც ხშირად ხდებოდა იმ დროს. ადრე დაობლებული კარავაჯო უფროსმა ძმამ სასწავლებლად მიაბარა მილანში მომუშავე მხატვარს, სიმონე პეტერცანოს. ამავდროულად ამ მხატვართან დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა და ესწავლა ოსტატთან.მილანში გატარებულ ოთხ წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კარავაჯოსათვის. აქ, XVI საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა მანერიზმმა. (მანიერიზმი, იგივე გვიანი რენესანსი (იტალ. maniera — მანერა, სტილი) — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში. იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას.)
      უბრალო ადამიანები, მკვეთრი ფერები, სიახლეები მხატვრობაში, ემოციების სიმძაფრის გადმოცემის უნარი და ცინიკური დამოკიდებულება წმინდანებისა და რელიზიური ფანატიზმის მიმართ გვხვდება მიქელანჯელო მერიზის, ისივე კარავაჯოს ბიოგრაფიასა თუ შემოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ტიციანის, ჯოვანი ბელინისა და ლეონარდო და ვინჩის ფერწერულმა ტილოებმა.
      მოგეხსენებათ, რომ ლეონარდო და ვინჩი რადიკალისტი იყო და მასში უშნო ადამიანები ზიზღს იწვევდნენ, კარავაჯო და ვინჩისგან განსხვავებით, არანაირ სიმპათიას, მოწიწებას არ გრძნობდა გარეგნულად იდეალური ადამიანების მიმართ.სწორედ ამიტომ იყო მისი ფერწერული ტილოების გაყიდვა რთული… ის ხატავდა უბრალო, ღარიბ, დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებსაც სიმარტოვის, სიღარიბის, სასოწარკვეთის, მუდმივი ბრძოლისა და უიმედობის დაღი დასმოდათ სახეზე. მისმა პირველმა რელიგიურმა ნაწარმოებმა „წმ. ფრანჩესკოს ექსტაზზმა"
 დიდად მოხიბლა კარდინალი მარია დელ მონტე, რომელიც მას ბინითა და საკვებით უზრუნველყოფდა, მიუხედავად ამისა, რომ კარდინალი კარავაჯოთი მოხიბლული იყო ის მაინც ხშირად სთხოვდა მას ნახატების გასწორებას და მათ გადაგეთებას. იმ დროისათვის მიღებული იყო, რომ ყველა რელიგიური პერსონაჟი უნდა ყოფილიყო უნაკლო, მაგრამ კარავაჯო თავისი ნახატების ნატურებს გარეთ, ქუჩაში ეძებდა. ცნობილი ტილოა “მადონა გველით”. სადაც ნახატზე ასახულ იესოს ეტყობა შიში, რაც მიუღებელი იყო მისი მოღვაწეობის პერიოდში. ტილოზე ჩანს, რომ იესო არ არის სრულყოფილი,რადგან მას, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს გველის მიმართ შიში აქვს.  მიიჩნევდნენ, რომ ეს ტილო იყო პროფესიაონალი მხატვრის შექმნილი, რომელსაც გონება დაბინდული ჰქონდა და არ იცოდა, თუ რას ჩადიოდა. კარავაჯოს მიერ დახატული ქრისტე, წმინდანები, ღვთისმშობელი ყოველთვის დიდი აურზაურის მიზეზი ხდებოდა. კარავაჯოს ნამდვილ მხატვრად არ აღიარებდნენ რასაც იგი ძალზედ განიცდიდა.
           თუმცა მე-16 საუკუნის დასასრულსი როდესაც კათოლიკური რომი აპირებდა ეკლესიების რესტავრაციას იმ მიზნით, რომ პროტესტანტი ადამიანები ისევ კათოლიკეები გამხდარიყვნენ, საჭირო იყო მხატვრების მოწვევა, რომ მათ გაეფორმებინათ, მოეხატათ ეკლესიიების კედლები.

კარავაჯო კი არ იქნა მიწვეული, რადგან მას არ აღიარებდნენ კარგ მხატვრად.

Comments

Popular posts from this blog

ახალი წელი/შობა/იაპონია/საჭმელი/რელიგია/სანტა/ქათამი